თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და თსუ-ის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით თსუ-ში ღონისძიება - „ღამე ბიბლიოთეკაში-2“ გაიმართა.
სტუდენტური კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი შეხედულებისამებრ თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში (ღამის საათებში) მხატვრული ჩანახატი ან ესე უნდა დაწერონ. ჟიურის მიერ, მონაწილეთა ნაშრომებიდან 10 საუკეთესო გამოვლინდება. პროექტის ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, ხოლო მათი ნაშრომები წიგნად გამოიცემა.
აღნიშნული პროექტი “ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს” ეძღვნება. აქტივობის მიზანია, თსუ-ის მასშტაბით გამოვლინდეს სტუდენტთა წერითი და აკადემიური უნარები.